ტალინის მიმართულებით თბილისიდან, ქუთაისიდან

უკვე 6 თვეა (15.02.2015) მე და გიორგი ტალინში ვცხოვრობთ. მიზეზი გიორგის მაგისტრატურაა, მეც მის გამო მომიხდა ამ სიცივეში გადმოხვეწა ცოლის სტატუსით. როცა გიორგიმ უნივერსიტეტიდან დადებითი პასუხი მიიღო, მეორე დღიდანვე ვიზის საკითხის მოგვარება დავიწყეთ, მაგრამ ყველაფერი მაინც დიდი ხნით გაიწელა. მთელი სამი თვე ვცდილობდით გაგვეგო მოვდიოდით თუ ვერა 😀 შესაბამისად, ავიაბილეთებიც არ შეგვიძენია წინასწარ, ტყუილად რომ არ გადაგვეყარა ფული. ეს მოკლე ისტორია ჩვენ შესახებ შესავლის სახით 😀

ვიზის საკითხის გარკვევისთანავე ვეცით წინასწარ მოძებნილ მარშრუტებს, კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი და ბილეთები ვიყიდეთ. ამ პოსტში სწორედ ეს გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ:

როგორ და რანაირად ჩამოხვიდეთ ლიტვა-ლატვია-ესტონეთში იაფად!

ეარ ბალტიკი, თბილისი – რიგა – ტალინი

ტალინთუ საკმარისი ფული და ცოტა დრო გაქვთ, ესტონეთში მოსახვედრად ყველაზე მარტივი გზა თბილისიდან Air Baltic ეარ ბალტიკის ავიახაზებია, რიგის გავლით, მით უმეტეს, თუ აქეთ პირველად მოდიხართ ან მარტო ხართ და ბევრი ბარგი გაქვთ. სჯობს რომ ცოტა მეტი დახარჯოთ და კომფორტულად იმგზავროთ. თუ დროში არ იჭედებით და ფასდაკლებებს ჩაუსაფრდებით, ხომ მით უკეთესი!

ვიზეარი, ქუთაისი – ვილნიუსი – ტალინი

ვიმეორე და ყველაზე იაფი ვარიანტი არის ქუთაისიდან ფრენა, ავიაკომპანია ვიზეარით Wizzair. სამწუხაროდ, ვიზ ეარი მხოლოდ ვილნიუსამდე ჩამოღწევაში დაგეხმარებათ. თუ თქვენი გზაც ტალინამდე გრძელდება, მაშინ ვილნიუსიდან ავტობუსით მგზავრობას გირჩევთ. შეარჩიეთ ღამის რეისი, დაახლოებით 12-ზე გამოდის და დილით უკვე ტალინში იქნებით. მგზავრობა ძალიან კომფორტულია, ფილმს უყურებთ, მუსიკას მოუსმენთ და გამოიძინებთ კიდეც. წინასწარ რამდენიმე კომპანიის ვებგვერდი უნდა დაათვალიეროთ: Ecolines, Luxexpress, Polskibus – ხშირად ფასდაკლებები აქვთ და საშუალოდ 8-10 ევროდ იყიდით ბილეთს. ყველაზე ძვირი ვარიანტი ვილნიუსიდან ტალინამდე 25 ევროა. ჯამში ჩვენსავით მშვენიერი ტური გამოგივათ: დილით ჩავფრინდით ლიტვაში, ბარგი ავტობუსის სადგურზე დავტოვეთ, ფეხით ვიბოდიალეთ და დავათვალიერეთ ფაქტობრივად მთელი ვილნიუსი და საღამოს დაღლილები გამოვემგზავრეთ ტალინისკენ ავტობუსით.

ვილნიუსი პატარა და კოპწია ქალაქია. პირველი შოკი ილუმინატორიდან გადმოხედვისას მქონდა, იმდენი სიმწვანე ჩანდა პატარა ფანჯრიდან. ტალინშიც ზუსტად იგივე სიტუაციაა. თბილისური ნაცრისფერის მერე დახამებული დავრბოდი ქუჩებსა თუ საცხოვრებელ კორპუსებს შორის მდგარ ხეებში და ყველაფერს ფოტოებს ვუღებდი 😀

Vilnius_-_Panorama_01.jpg
ვილნიუსი, პანორამა

ვილნიუსისთვის 1 დღე სავსებით საკმარისია, რომ ზედაპირულად დაათვალიეროთ, არქიტექტურა შეათვალიეროთ და აღიქვათ, თუმცა როგორც ყოველთვის, ვამბობ, რომ ქალაქის გასაცნობად რამდენიმე დღეა საჭირო.

Turkish Airlines, თბილისი – სტამბული – ტალინი

istanbulტალინში ყველაზე კომფორტულად თურქიშ ეარლაინსით მოხვდებით. საშუალოდ 2 საათინი გადაჯდომა გექნებათ ათათურქის აეროპორტში, რომელიც სრულიად საკმარისია, რომ თვითმფრინავი გამოიცვალოთ. ხარისხი რა თქმა უნდა შედარებით მაღალ ფასსაც გულისხმობს, მაგრამ თუ თარიღებს კარგად და დროულად შეარჩევთ შეიძლება ეარბალტიკზე იაფადაც კი იყიდოთ ბილეთი. ჩემი გამოცდილებით, ორი გზა ყველაზე იაფად 200-250 ევროდ შემხვედრია თურქიშ ეარლაინსის საიტზე, მაგრამ ზოგჯერ ფასი 500-600 ევრომდეც კი მატულობს. მოგზაურობის ბილეთი ბორტზე ასატან პატარა ჩანთას, ჩასაბარებელ ბარგს და ფრენის დროს კვებასაც მოიცავს.

LOT პოლონეთის ავიახაზები, თბილისი – ვარშავა – ტალინი

კიდევ ერთი გზა ტალინში მოსახვედრად პოლონეთის ავიახაზებია. გადაჯდომა ვარშავაში მოგიწევთ. ბილეთის საფასური ძალიან მერყევია, ზოგჯერ ეარ ბალტიკზე იაფიც კი შეიძლება იყოს და ზოგჯერ თურქიშის ბიზნეს კლასის ბილეთის საფასურსაც გადააჭარბოს. თუ მაინცდამაინც პოლონეთით გადაწყვეტთ წამოსვლას, მაშინ გირჩევთ ბილეთი ოთხშაბათ დღეს შეიძინოთ, რადგანაც ამ დღეს ყველა მიმართულების ბილეთზე შედარებით დაბალი ფასები აქვთ.

Lufthansa – თბილისი – მიუნხენი – თბილისი

4_Munich

რა თქმა უნდა, ლუფტჰანსა გერმანელებისთვის შესაფერის მაღალ ხარისხს გვთავაზობს, მაგრამ ფასიც თითქმის ყოველთვის შესაბამისად ჩვეულებრივზე მაღალია. თუ ფრენის დაჯავშნაზე ზრუნვას ადრევე დაიწყებთ, შესაძლოა ხელსაყრელ ფასადაც ჩაიგდოთ ბილეთი. გადაჯდომა მიუნხენში გექნებათ, რაც, რა თქმა უნდა, ფრენის ხანგძლივობას საკმაოდ ზრდის და შესაბამისად, დამღლელს ხდის. ორივე გზის ბილეთის ფასი 250 ევროდან იწყება და 500-600 ევრომდე ადის.

უკრაინის ავიახაზები, თბილისი – კიევი – რიგა – ტალინი

თბილისიდან რიგაში მოხვედრა უკრაინის ავიახაზებით (Flyuia) შეიძლება. ამ შემთხვვაში გადაჯდომა კიევში მოგიწევთ, რომელიც ფრენაში დახარჯულ დამატებით 2-3 საათს გულისხმობს. რიგიდან ტალინში ჩამოსვლა ავტობუსით შეიძლება (Luxexpress, Ecoline, Euroline, Polskibus), რომელსაც მანძილის დასაფარად ზუსტად 4 საათი სჭირდება და ბილეთის ფასი 5-დან 14 ევრომდე მერყეობს. უკრაინის ავიახაზები პერმანენტულად გვთავაზობს დაბალბიუჯეტიან ბილეთებს (ერთი გზა 50-60 ევრო), რომელთა რაოდენობა თითოეულ ფრენაზე ლიმიტირებულია და თუ დროულად არ დაიჭერთ თადარიგს, შეიძლება ერთი გზის საფასურმა 200 ევროსაც კი მიაღწიოს.

იმედია, ეს მოკლე ინფორმაცია გამოგადგებათ ტალინში ჩამოსვლის მსურველებს. დაწვრილებითი ინფორმაციის მოგროვებაშიც სიამოვნებით დაგეხმარებით. მომწერეთ აქ კომენტარებში, კონტაქტის ფორმის დახმარებით ან Facebook-ის გვერდზე.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s